weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რექს ტილერსონმა საქართველოს ავღანეთში ჯარისკაცის დაღუპვა მიუსამძიმრა

11:06 შაბათი, 12 აგვისტო 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებმიუსამძიმრა.

"ძალიან ვწუხვარ ბაგრამში თქვენი ტრაგიკული დანაკარგის გამო. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს. ასევე მინდა გულწრფელ თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოვხატო იმ ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ამ ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავდენენ “, - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნდა.

რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-ს ძალისხმევაში საქართველოს წვლილს.

უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ტერაქტის დროს დაიჭრა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

25 წლის მდინარი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]